თბილისში გამართულ ვეტერანებს შორის ევროპის თასი ძიუდოში ლერი დადვანი (90 კგ) და ნოდარ ბერიანი (100 კგ) ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ და ევროპის ჩემპიონატის საგზურები მოიპოვეს, ხოლო ირაკლი მიბჩუანი (100 კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.


ტურნირში 6 ქვეყნის 112 ძიუდოისტი მონაწილეობდა. ბოლნისის მერმა წარმატებულ სპორტსმენებს დამსახურებული გამარჯვება მიულოცა ,,გულითადად ვულოცავ ჩვენს ძიუდოისტებს დამსახურებულ გამარჯვებას და მომავალშიც არაერთ წარმატებას ვუსურვებ!”- წერს ზამურ ჭითანავა.