შეხვედრაზე განიხილეს ღონისძიებების გრაფიკი, რომლის მიხედვითაც თავშესაფრები სააგენტოს კოორდინაციით მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასოდ განახორციელებენ უპატრონო და მიკედლებული ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, სტერილიზაცია/კასტრაციასა და სხვადასხვა დაავადებაზე ტესტირებას.
მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრების მნიშვნელობაზე. მათი თქმით, პატრონიანი ძაღლების აღრიცხვა და მეპატრონეებზე პასუხისმგებლობის გაზრდა ხელს შეუწყობს ქუჩაში ძაღლების მიტოვების შემთხვევების შემცირებას, ხოლო სტერილიზაცია და მიკვლევადობა – უპატრონო ძაღლების პოპულაციის კონტროლსა და ადამიანებისა და ცხოველების უსაფრთხოების დაცვას.