დაგროვებითი პენსიით 28 882-მა პირმა ისარგებლა — Cnoba

TV4 სიახლე 09 Mar 2026, 18:28

დაგროვებითი პენსიით 28 882-მა პირმა ისარგებლა, მათზე პენსიის სახით 137.2 მლნ ლარი გაიცა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპენსიო ფონდი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2026 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1.720 მლნ ადამიანია. „საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 720 ათასი ადამიანია. 2026 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, დაგროვებითი […] The post დაგროვებითი პენსიით 28 882-მა პირმა ისარგებლა appeared first on TV 4.

დაგროვებითი პენსიით 28 882-მა პირმა ისარგებლა, მათზე პენსიის სახით 137.2 მლნ ლარი გაიცა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპენსიო ფონდი ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, 2026 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1.720 მლნ ადამიანია.

 

„საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 720 ათასი ადამიანია.

 

2026 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 28 882-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 137.2 მილიონი ლარი.თებერვლის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 8.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.4 მილიარდ ლარს მიაღწია“, – ნათქვამია საპენსიო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ცნობისთვის, საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან მოქმედებს. საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა ნაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის. კერძო საპენსიო სისტემა ვრცელდება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების მიმართ შემდეგი პრინციპით – 2%+2%+2%.

The post დაგროვებითი პენსიით 28 882-მა პირმა ისარგებლა appeared first on TV 4.


რელევანტური