ოზურგეთის მერია ადმინისტრაციული შენობის სამივე სართულზე ვიდეოკამერების განთავსებას გეგმავს — Cnoba

GuriaNews ვიდეო 10 Mar 2026, 06:51

ოზურგეთში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სამივე სართულზე ვიდეოკამერების განთავსება იგეგმება. ამისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 35 000 ათასიანი ტენდერი გამოაცხადა. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ტენდერში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ მიიღო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობაში და შენობის გარე პერიმეტრზე ვიდეოკამერების მოწოდება-მოწყობა გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების დადებიდან 60 დღეში უნდა განახორციელოს. ტენდერში მონაწილე კომპანია შპს ჯი.ელ.ემ ჯგუფი – 31 240 ათას ლარად […] The post ოზურგეთის მერია ადმინისტრაციული შენობის სამივე სართულზე ვიდეოკამერების განთავსებას გეგმავს appeared first on გურია ნიუსი.

ოზურგეთში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სამივე სართულზე ვიდეოკამერების განთავსება  იგეგმება. ამისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 35 000 ათასიანი ტენდერი გამოაცხადა. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ტენდერში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ მიიღო.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობაში და შენობის გარე პერიმეტრზე ვიდეოკამერების მოწოდება-მოწყობა გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების დადებიდან 60 დღეში უნდა განახორციელოს.

ტენდერში მონაწილე კომპანია შპს ჯი.ელ.ემ ჯგუფი – 31 240 ათას ლარად აპირებს სამივე სართულზე ვიდეოკამარების მოწოდება-მოწყობას.

„გურია ნიუსი“ ამ თემასთან დაკავშირებით ახალ დეტალებს არკვევს. ამ დროისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე არ არის მეტი ინფორმაცია იმის შესახებ გაფორმდება თუ  არა ხელშეკრულება შპს ჯი.ელ.ემ ჯგუფთან.

The post ოზურგეთის მერია ადმინისტრაციული შენობის სამივე სართულზე ვიდეოკამერების განთავსებას გეგმავს appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური