სიახლე

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება „გემო ფესტს“ უერთდება – მესტიის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები დაინიშნა

რეგიონალური სიახლეები

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება „გემო ფესტს“ ტრადიციულად უერთდება და წელს ფესტივალში მესტიის აეროპორტიით არის წარმოდგენილი. ღონისძიების მთავარი პარტნიორია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. გაზრდილი ინტერესის გამო, მესტიის მიმართულებით დაინიშნა 5 დამატებითი ავიარეისი ნატახტარი–მესტიისა და მესტია–ნატახტარის მიმართულებით, რაც რეგულარულ ფრენებს დაემატება. გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება რეგიონში ტურისტული ნაკადების ზრდასა და მესტიის, როგორც ტურისტული მიმართულების, გაძლიერებას ემსახურება....

პირველწყარო →

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება „გემო ფესტს“ ტრადიციულად უერთდება და წელს ფესტივალში მესტიის აეროპორტიით არის წარმოდგენილი. ღონისძიების მთავარი პარტნიორია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

გაზრდილი ინტერესის გამო, მესტიის მიმართულებით დაინიშნა 5 დამატებითი ავიარეისი ნატახტარი–მესტიისა და მესტია–ნატახტარის მიმართულებით, რაც რეგულარულ ფრენებს დაემატება.

გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება რეგიონში ტურისტული ნაკადების ზრდასა და მესტიის, როგორც ტურისტული მიმართულების, გაძლიერებას ემსახურება.

21-22 თებერვალს მესტიის ცენტრში გამართული „გემო ფესტი“ სტუმრებს სვანური კულინარიის ტრადიციულ და თანამედროვე ინტერპრეტაციებს შესთავაზებს. პროექტის მიზანია გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა.


მსგავსი