ილიას უნივერსიტეტის ლექტორებმა მთავრობის ადმინისტრაციას პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით მიმართეს — Cnoba
მთავრობის ადმინისტრაციასთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები არიან შეკრებილი. პროფესორებმა კანცელარიაში მიმართვა შეიტანეს, რომლითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა მოითხოვეს. მათი თქმით, პრემიერთან შეხვედრისას შეეცდებიან დაარწმუნონ, რომ განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებული რეფორმა და უნივერსიტეტში სხვადასხვა მიმართულების პროგრამების გაუქმება არასწორია და რეფორმა უნდა შეჩერდეს. პრემიერ-მინისტრის სახელზე დაწერილ მიმართვას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 224 ლექტორი აწერს ხელს. პროფესორების თქმით, მათ აქვთ მოლოდინი, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება. The post ილიას უნივერსიტეტის ლექტორებმა მთავრობის ადმინისტრაციას პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით მიმართეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.