სიახლე

რას აცხადებენ კლინიკა “სენამედში” , სადაც 20 წლის გოგომ იმშობიარა

MegaTV

წუ­ხელ ქუ­თა­ის­ში, ბო­მონ­დის კლი­ნი­კა­ში 21 წლის ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ვი გო­გო­ნა ლიკა ტა­ლა­ხა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალ­მა ორი კვი­რის წინ სე­ნა­კის სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში იმ­შო­ბი­ა­რა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და და ქუ­თა­ის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს. “ლიკა მარ­ტვილ­ში იყო გა­თხო­ვი­ლი და სა­კე­ის­რო გა­ი­კე­თა “სე­ნა­მედ­ში“. 4 დღის წინ ტემ­პე­რა­ტუ­რა და უჰა­ე­რო­ბა და­ე­წყო, სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხეს და […]

პირველწყარო →

წუ­ხელ ქუ­თა­ის­ში, ბო­მონ­დის კლი­ნი­კა­ში 21 წლის ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ვი გო­გო­ნა ლიკა ტა­ლა­ხა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალ­მა ორი კვი­რის წინ სე­ნა­კის სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში იმ­შო­ბი­ა­რა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და და ქუ­თა­ის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

“ლიკა მარ­ტვილ­ში იყო გა­თხო­ვი­ლი და სა­კე­ის­რო გა­ი­კე­თა “სე­ნა­მედ­ში“.

4 დღის წინ ტემ­პე­რა­ტუ­რა და უჰა­ე­რო­ბა და­ე­წყო, სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხეს და გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა „ბო­მონდში“. 3 დღე იწვა იქ, ახ­ლობ­ლებს ეხ­მი­ა­ნე­ბო­და ჩვე­უ­ლებ­რივ. გუ­შინ უნდა გა­მო­ე­წე­რათ კლი­ნი­კი­დან და მოხ­და ეს ტრა­გე­დია. სა­ღა­მოს შვი­დი სა­ა­თის­თვის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი მი­ვე­დიn კლი­ნი­კას­თან. იქ ისე­თი ამ­ბა­ვი ტრი­ა­ლებ­და, ძნე­ლია გად­მო­სა­ცე­მად. პო­ლი­ცი­ის კორ­დო­ნი იყო კლი­ნი­კის წინ, ვინ­მე რომ არ შე­ვარ­დნი­ლი­ყო. პირ­ვე­ლად და­ვი­ნა­ხე პო­ლი­ცი­ე­ლის თვალ­ზე ცრემ­ლი. არა­ვინ გა­მო­სუ­ლა გა­რეთ. იქვე გვი­თხრეს, ექი­მი და­კი­თხვა­ზე ჰყავთ წაყ­ვა­ნი­ლიო.

ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა ასე­თი ტრა­გე­დია ხდე­ბა. პა­სუ­ხი უნდა აგოს რო­გორც “სე­ნა­მე­დის“ სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლმა, სა­დაც რამ­დე­ნად სრულ­ყო­ფი­ლად ჩა­უ­ტა­რეს ოპე­რა­ცია ბავ­შვს, და­სად­გე­ნია. ასე­ვე სა­კი­თხა­ვია, რა გა­უ­კე­თეს „ბო­მონდში“ ბავ­შვს ისე­თი, რომ მოკ­ლეს“ – ამ­ბობს, ambebi.ge სა­უ­ბარ­ში გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის ნა­თე­სა­ვი.

რაც შე­ე­ხე­ბა კლი­ნი­კა “სე­ნა­მედს“, მათი გან­ცხა­დე­ბით, პა­ცი­ენტს, რო­მელ­საც მათ კლი­ნი­კა­ში სა­კე­ის­რო კვე­თა 21 თე­ბერ­ვალს ჩა­უ­ტარ­და, არა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბა არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

“პა­ცი­ენ­ტი ჩვენ­თან იყო აღ­რი­ცხვა­ზე. 20 თე­ბერ­ვალს შე­მო­ვი­და სამ­შო­ბი­ა­როდ, 21-ში ჩა­უ­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი ჩვე­ნე­ბით სა­კე­ის­რო კვე­თა. ნა­ყო­ფი ნორ­მა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­ი­ბა­და და პა­ცი­ენტს არა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბა არ ჰქონ­და. 1 კვი­რის შემ­დეგ, ნა­კე­რის მო­სახ­სნე­ლად მო­ვი­და, მშვე­ნივ­რად იყო. არა­ნა­ი­რი ჩი­ვი­ლი არ გა­მო­უ­ხა­ტავს.

რა­ტომ აცხა­დებს “ბო­მონ­დი”, რომ ოპე­რა­ცი­უ­ლი პა­თო­ლო­გი­ით გარ­და­იც­ვა­ლა, არ ვიცი

ამას ალ­ბათ სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზა გა­და­წყვეტს. ” – გა­ნუ­ცხა­დეს ambebi.ge -ს “სე­ნა­მედ­ში”.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 116-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სი­ცო­ცხლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.


მსგავსი