ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი მზია კაჭარავა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის ხელმძღვანელი ლეილა ბენდელიანი ქალაქ გარდაბანში, ნაზარლოსა და ყარათაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ ქალბატონებს ესტუმრნენ.
სტუმრობის ფარგლებში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალბატონებს ქალთა დღესასწაული მიულოცეს და მათ ულამაზესი თაიგულები, სამახსოვრო საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს.
შეხვედრები თბილ და მეგობრულ გარემოში გაიმართა და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ქალთა მნიშვნელოვან როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.