რუსეთმა კიევის ოლქზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა – არის მსხვერპლი — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 14 Mar 2026, 07:30

რუსეთმა კიევის ოლქზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ინფორმაციას მედია ავრცელებს. კიევის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული ძალების მიერ რაკეტებითა და დრონებით განხორციელებული დარტყმების შედეგად კიევის ოლქში სამი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 8 დაშავდა. კიევის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლა კალაშნიკმა განაცხადა, რომ რუსების დარტყმების შედეგად ქალაქ ბროვარიში ორი ადამიანი დაიღუპა. ასევე, კალაშნიკის ინფორმაციით, კიევის ოლქის ვიშგოროდის რაიონში რუსეთის დარტყმებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. „ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა თავდასხმის შედეგები რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას და ხალხს დავეხმაროთ“, – განაცხადა კიევის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. The post რუსეთმა კიევის ოლქზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა – არის მსხვერპლი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური