ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მარნეულში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას გაეცნო — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 14 Mar 2026, 08:34

რევაზ სოხაძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი, ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა მარნეულის მუნიციპალიტეტში წყალარინების თანამედროვე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. პროექტს ახორციელებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ნაგებობა მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე ზემოქმედებას, უზრუნველყოფს ჩამდინარე წყლების სათანადო დამუშავებას და ეკოსისტემის დაცვას. პროექტი ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებითა და აზიის განვითარების...

რევაზ სოხაძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი, ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა მარნეულის მუნიციპალიტეტში წყალარინების თანამედროვე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

პროექტს ახორციელებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ნაგებობა მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე ზემოქმედებას, უზრუნველყოფს ჩამდინარე წყლების სათანადო დამუშავებას და ეკოსისტემის დაცვას.

პროექტი ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებითა და აზიის განვითარების ბანკი (ADB)-ის სესხით, მისი ღირებულება დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს.

მინისტრთან ერთად სამუშაოები დაათვალიერეს მინისტრის მოადგილე ბატუ გურჯიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაუდ დარგალი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი შონია, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაური ისმაილოვი.


რელევანტური