პუტინმა ტრამპს ირანიდან გამდიდრებული ურანის რუსეთში გატანა შესთავაზა — Cnoba
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს სპარსეთის ყურეში ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ირანიდან გამდიდრებული ურანის რუსეთში გატანა შესთავაზა. მედიის ცნობით, ამ წინადადებით პუტინმა დონალდ ტრამპს 9 მარტს გამართული სატელეფონო საუბრის დროს მიმართა. როგორც მედია წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინის შეთავაზება უარყო. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი წინადადება პირველად არ გაჟღერებულა. „აშშ-ის პოზიციაა, რომ ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ ურანის შენახვის უსაფრთხოებაში“, – განაცხადებს „აქსიოსთან“ საუბარში ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. როგორც მედია წერს, თეირანს ამჟამად დაახლოებით 450 კილოგრამი 60%-მდე გამდიდრებული ურანი აქვს. The post პუტინმა ტრამპს ირანიდან გამდიდრებული ურანის რუსეთში გატანა შესთავაზა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.