ხელოვნების ინსტიტუტის მოწვევით, ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ასირიული ცეკვების ქორეოგრაფ-ხელმძღვანელმა ლუდმილა ბიტკაშვილი-მ პირველკურსელ სტუდენტებთან ასურული ეროვნული ცეკვის დადგმაზე მუშაობა დაიწყო.
ინიციატივა მიზნად ისახავს ასურული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, ახალგაზრდებისთვის ტრადიციული ქორეოგრაფიის გაცნობასა და ეროვნული ცეკვის მნიშვნელობის წარმოჩენას საგანმანათლებლო სივრცეში. მსგავსი საქმიანობა ხელს უწყობს კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას, ეთნიკური ტრადიციების გაცოცხლებას და სტუდენტებში კულტურული თვითმყოფადობისა და ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ ინტერესის გაღრმავებას.