ერთი პატარა საოცრად თბილი და სიყვარულით სავსე მეგობარი მყავდა – გარდაიცვალა სკოლის მოსწავლე — Cnoba

MegaTV სიახლე 14 Mar 2026, 10:26

106-ე სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მე-8 კლასელი ნინო ჯიხაია. როგორც ცნობილია გოგონა სიმსივნეს ებრძოდა. “უდიდესი ტკივილითა და სევდით ვემშვიდობებით ჩვენი სკოლის მე-8 კლასის გამორჩეულ მოსწავლეს – ნინო ჯიხაიას. ​ არსებობენ ბავშვები, რომლებიც განსაკუთრებულ სინათლეს ასხივებენ……. ნინო სწორედ ასეთი იყო – საოცრად თბილი, მოსიყვარულე, ჭკვიანი და კეთილი… ის ნაადრევად გაგვიფრინდა……… ნინომ თან წაიღო […]

106-ე სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მე-8 კლასელი ნინო ჯიხაია. როგორც ცნობილია გოგონა სიმსივნეს ებრძოდა.

“უდიდესი ტკივილითა და სევდით ვემშვიდობებით ჩვენი სკოლის მე-8 კლასის გამორჩეულ მოსწავლეს – ნინო ჯიხაიას. 😭😭😭

​ არსებობენ ბავშვები, რომლებიც განსაკუთრებულ სინათლეს ასხივებენ……. ნინო სწორედ ასეთი იყო – საოცრად თბილი, მოსიყვარულე, ჭკვიანი და კეთილი… ის ნაადრევად გაგვიფრინდა………

ნინომ თან წაიღო ჩვენი გულის ნაწილი, თუმცა დაგვიტოვა უდიდესი სიკეთე, სითბო და სიყვარული, რომელსაც ასე უხვად გასცემდა თანაკლასელებისა და მასწავლებლების მიმართ.

​მისი ბრძოლა და სიმტკიცე ჩვენთვის მაგალითად დარჩება, ხოლო მისი ღიმილი – დაუვიწყარ მოგონებად…

ასმეექვსე სკოლა ის დირექცია, ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი, მშობლები, მოსწავლეები ვუსამძიმრებთ ოჯახს ამ უდიდეს ტრაგედიას. თითოეული ჩვენგანისთვის უმძიმესია…

ასმეექვსე სკოლა ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას და ვლოცულობთ მისი სულისთვის.

​ მშვიდობით, ჩვენო თბილო და საყვარელო ნინიკო!” – წერს 106-ე საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში.

ნინო ჯიხაიას ემშვიდოდება სოციალურ ქსელში თავისი პედაგოგი თამუნდა მეშველიანი.

“მე ერთი პატარა საოცრათ თბილი და სიყვარულით სავსე მეგობარი ( მოსწავლე) მყავდა, სახელად ნინიკო💔💔
ის გუშინ ღამით ანგელოზთა დასს შეურთდა.
ჩაქრა ჩვენი მანათობელი ვარსკვლავი,მაგრამ ზეცაში აენთო და იქ გააგრძელებს ნათებას!
ის დედამიწაზეც ანგელოზად იყო მოვლენილი, კლასში შესულს სულ ხელებ გაშლილი მხვდებობა, მისი ჩახუტებით და ( მიყვარხათ მას) ამ სიტყვებით იწყებოდა ჩვენი ყოველი გაკვეთილი . ჩემო ნინიკო მე მოვიკრებ ძალას და ისევ შევალ შენს კლასში გაკვეთილის ჩასატარებლად, შენ ისევ ისე გაშლი ფრთებს და ჩამეხუტები როგორც ძველად, მაგრამ უკვე ჩემს წარმოსახვაში.😢😢😢 შენი ბოლო ჩახუტება და სიტყვები მთელი ცხოვრება მემახსოვრება.
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !………💔💔💔🕊️🕊️🕊️
ვუსამძიმრებ შენს მშობლებს
უფალმა გაგაძლიეროთ.🙏🙏
შენს კლასს 8/ვ კლასი
და 106 საჯარო სკოლას.” – წერს სოციალურ ქსელში ნინო ჯიხაიას მასწავლებელი.

რელევანტური