“ხარგის კუნძულზე ირანის 90-ზე მეტ სამხედრო სამიზნეს დავარტყით”- აშშ — Cnoba
“ხარგის კუნძულზე ირანის 90-ზე მეტ სამხედრო სამიზნეს დავარტყით” – შესბამის განცხდებას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ავრცელებს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, დარტყმების სამიზნე კუნძულზე არსებული ნავთობის ინფრასტრუქტურა არ ყოფილა. „გასულ ღამეს, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის ხარგის კუნძულზე ფართომასშტაბიანი ზუსტი დარტყმები განახორციელა. დარტყმების შედეგად საზღვაო ნაღმების საწყობები, რაკეტების შესანახი ბუნკერები და უამრავი სხვა სამხედრო ობიექტი განადგურდა“, – აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა. შეგახსენებთ, ხარგის კუნძულზე დარტყმების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაავრცელა. The post “ხარგის კუნძულზე ირანის 90-ზე მეტ სამხედრო სამიზნეს დავარტყით”- აშშ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.