“ამ დრომდე რჩება ეს ზონა მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველად”- ტყიბულის მერი — Cnoba

GuriaNews სიახლე 14 Mar 2026, 13:36

ტყიბულის მერი დავით კუბლაშვილის მედიასთან აცხადებს, რომ სტიქიის ზონაში, სოფელ კურსებში სიტუაცია უცვლელია, აქტიურია მეწყრული პროცესები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, 10-ზე მეტი სახლია დანგრეულია. “ადგილზე მუშაობს გეოლოგების ჯგუფი. ამ დრომდე რჩება ეს ზონა მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველად. ამიტომ იქ გადაადგილება აკრძალულია. ქუთაისი – ტყიბულის დამაკავშირებელი გზის კონკრეტული ეს მონაკვეთი დაკეტილი ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის. საგანგებო შტაბი 24 […] The post “ამ დრომდე რჩება ეს ზონა მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველად”- ტყიბულის მერი appeared first on გურია ნიუსი.

ტყიბულის მერი დავით კუბლაშვილის მედიასთან აცხადებს, რომ სტიქიის ზონაში, სოფელ კურსებში სიტუაცია უცვლელია, აქტიურია მეწყრული პროცესები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, 10-ზე მეტი სახლია დანგრეულია.

“ადგილზე მუშაობს გეოლოგების ჯგუფი. ამ დრომდე რჩება ეს ზონა მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველად. ამიტომ იქ გადაადგილება აკრძალულია. ქუთაისი – ტყიბულის დამაკავშირებელი გზის კონკრეტული ეს მონაკვეთი დაკეტილი ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის.

საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ჩვენ გვქონდა კონტაქტი მოსახლეობასთან, აქტიურ რეჟიმში გვაქვს მათთან კომუნიკაცია, მოხდა აღწერა მათი პირველი საყოფაცხოვრებო საჭიროებების და უახლოეს პერიოდში დავაკმაყოფილებთ”, – განაცხადა კუბლაშვილმა.

ინფორმაციისთვის, სოფელ კურსებში, გოგოლაშვილების და ბეროძეების უბანში, 12 მარტს, გამთენიისას განვითარებული მეწყრული მოვლენების შედეგად, 10-ზე მეტი სახლი დაინგრა, 45 ოჯახი კი სასტუმროებში, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

მეწყერმა დააზიანა სოფელში არსებული სასაფლაო.

The post “ამ დრომდე რჩება ეს ზონა მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველად”- ტყიბულის მერი appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური