ნიკა გვარამია კობახიძეს პასუხობს: რასაც არ უნდა დაგვპირდეთ, არ გაღიარებთ — Cnoba

News.ge სიახლე 14 Mar 2026, 15:27

რასაც არ უნდა დაგვპირდეთ, არ გაღიარებთ – ასე პასუხობს კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც დღეს ოპოზიციისგან აღიარება მოითხოვა, სანაცვლოდ კი შესთავაზა – “მერე ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი” გვარამია ამბობს, რომ პარტია, რომელსაც ლეგიტიმურობა აქვს, აღიარებას არ “იხვეწებოდეს”. ლეგიტიმურები არ არიან და რაც არ არის, იმას არავინ არ აპირებს, რომ აღიაროს – რასაც არ უნდა […]

რასაც არ უნდა დაგვპირდეთ, არ გაღიარებთ – ასე პასუხობს კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც დღეს ოპოზიციისგან აღიარება მოითხოვა, სანაცვლოდ კი შესთავაზა – “მერე ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი”

გვარამია ამბობს, რომ პარტია, რომელსაც ლეგიტიმურობა აქვს, აღიარებას არ “იხვეწებოდეს”.

ლეგიტიმურები არ არიან და რაც არ არის, იმას არავინ არ აპირებს, რომ აღიაროს – რასაც არ უნდა დაგვპირდნენ ამისთვის.

ასევე სხვებსი გასაგონად მინდა ვთქვა,  ვინც ამბობს, რომ ლეგიტიმაციის პრობლემა არ აქვს ოცნებას, თუ არ აქვს, ამაზე ყოველდღე არ უნდა ლაპარაკობდეს “ოცნება” და არ უნდა იხვეწებოდეს აღიარებას – სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემორებით, პარტიების გაუქმებით, უკვე მოწოდებებით პირდაპირ ეთერში და ა.შ.  ეს არის , “ოცნებას” ძალიან უჭირს ლეგიტიმაციის გარეშე და მას ეს ლეგიტიმაცია არ ექნება”, – აცხადებს .  


რელევანტური