სააგენტო "პარალელი"
ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 14-16 მარტის პერიოდისთვის
13 მარტს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაშია 14 მარტიდან 3 დღის განმავლობაში.
თებერვალი, ეროვნული ვალუტისთვის, სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რყევებით გამოირჩეოდა, თუმცა ძირითადად სახეზე იყო ლარის გამყარების ტენდენცია, მარტი კი საგრძნობი გაუფასურებით დაიწყო, რაც ბოლო ვაჭრობაზე ისევ გამყარებით შეიცვალა, პრაქტიკულად ყველა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში.
თებერვალში, აშშ დოლართან მიმართებაში, უცვლელად სახეზე იყო ლარის დინამიური გამყარება, მარტი კი საგრძნობი გაუფასურებით დაიწყო, რაც ბოლო ვაჭრობებაზე სტაბილური კურსით შეიცვალა. ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი, განისაზღვრა შემდეგი კურსი, კონკრეტული დღეებისთვის:
10 მარტი – 2.7470;
11 მარტი – 2.7438;
12 მარტი – 2.7300;
13 მარტი – 2.7321.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში
ლარი ბოლო ვაჭრობაზე უკვე გამყარდა, 0.0031 ლარით და 1 აშშ დოლარი 14 მარტიდან 3 დღის განმავლობაში 2.7290 ლარი ეღირება.
თებერვლის ბოლოდან სახეზე იყო ლარის დინამიური გაუფასურება, რაც ბოლო ვაჭრობებზე გამყარებით შეიცვალა, კერძოდ ბოლო 5 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
10 მარტი – 3.1755;
11 მარტი – 3.1924;
12 მარტი – 3.1695;
13 მარტი – 3.1564.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში
ლარი ბოლო ვაჭრობაზე უკვე ეფექტურად გამყარდა, 0.0303 ლარით და 14 მარტიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1261 ლარი ეღირება.
გასულ კვირაში, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში ძირითადად სახეზე იყო ლარის დასტაბილურება თუ დინამიური გამყარება, ხოლო ბოლო ვაჭრობაზე ლარი გამყარდა აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში, რიგ შემთხვევაში საგრძნობლადაც კი, რაც ძალაში იქნება 14 მარტიდან 3 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6173 ლარი (გამყარდა 0.0402 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0618 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6183 (გამყარდა 0.0002 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6053 ლარი (გამყარდა 0.0017 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.2253 ლარი (გამყარდა 0.0174 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.4610 ლარი (გამყარდა 0.0372 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.9571 ლარი (გამყარდა 0.0194 ლარით);
100 ინდური რუპია – 2.9516 ლარი (გამყარდა 0.0118 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.7052 ლარი (გამყარდა 0.0462 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7116 ლარი (გამყარდა 0.0094 ლარით);
10000 ირანული რიალი – 0.0207 ლარი (უცვლელად დარჩა)
თებერვალში, რუსულ რუბლთან მიმართებაში, ძირითადად სახეზე იყო ლარის სერიოზული რყევები, მთელს მიმდინარე პერიოდში, რაც მარტშიც გაგრძელდა, თუმცა ბოლო ვაჭრობებზე სახეზე იყო ლარის დინამიური გამყარება. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
10 მარტი – 3.5149;
11 მარტი – 3.4831;
12 მარტი – 3.4422;
13 მარტი – 3.4510.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0693 ლარით და 14 მარტიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.3817 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 14-16 მარტის პერიოდისთვის
პარალელი