სოფელ კურსებში სპეციალისტები მუშაობას აგრძელებენ – საავტომობილო გზა გადაკეტილია — Cnoba
მედიაცენტრი
სიახლე
15 Mar 2026, 09:54
სტიქიის ზონაში, სოფელ კურსებში ამ დრომდე რჩებიან სპეციალისტები. როგორც ცნობილია, მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია, რის გამოც მოქალაქეებს მოუწოდებენ დაემორჩილონ დაწესებულ შეზღუდვებს. უსაფრთხოების მიზნით ისევ გადაკეტილია ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა. 12 მარტს განვითარებული სტიქიური პროცესების შედეგად, 10-ზე მეტი სახლი დაინგრა, დაზიანდა სასაფლაო და გზა. სოფელში მცხოვრები 45 ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გაყვანილი. „სტიქიის ზონაში სიტუაცია უცვლელია, მეწყრული პროცესები ისევ აქტიურია. ადგილზე რჩებიან გეოლოგების ჯგუფები და მიმდინარეობს კვლევა”- განაცხადა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა. The post სოფელ კურსებში სპეციალისტები მუშაობას აგრძელებენ – საავტომობილო გზა გადაკეტილია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.