ირანის ომის პირველი კვირის შედეგები – რას ელოდა და რას მიაღწია ისრაელ-აშშ-ის „დუეტმა“… — Cnoba

GuriaNews სიახლე 15 Mar 2026, 10:20

ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს ისრაელ-აშშ-ის საჰაერო შეტევები ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და საპასუხოდ ირანული ბალისტიკური რაკეტები და კამიკაძე-დრონები, ისრაელის გარდა, უტევენ კიდევ 11 მეზობელი ქვეყნის სამიზნეებს, მათ შორის არა მარტო ამერიკულ სამხედრო ბაზებს. ამ საჰაერო ომის დაწყებიდან გასულია მცირე დრო და ჯერ ძალიან ძნელია დაბეჯითებით იმის მტკიცება, თუ როგორ გაგრძელდება, როდის დამთავრდება და რა შედეგით. […] The post ირანის ომის პირველი კვირის შედეგები – რას ელოდა და რას მიაღწია ისრაელ-აშშ-ის „დუეტმა“… appeared first on გურია ნიუსი.

ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს ისრაელ-აშშ-ის საჰაერო შეტევები ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და საპასუხოდ ირანული ბალისტიკური რაკეტები და კამიკაძე-დრონები, ისრაელის გარდა, უტევენ კიდევ 11 მეზობელი ქვეყნის სამიზნეებს, მათ შორის არა მარტო ამერიკულ სამხედრო ბაზებს. ამ საჰაერო ომის დაწყებიდან გასულია მცირე დრო და ჯერ ძალიან ძნელია დაბეჯითებით იმის მტკიცება, თუ როგორ გაგრძელდება, როდის დამთავრდება და რა შედეგით.

მიუხედავად ამისა, მაინც შეიძლება პირველი დასკვნების გამოტანა, თუ რა მოიტანა ომის პირველმა კვირამ, რას ელოდა და რას მიაღწია ისრაელ-აშშ-ის “დუეტმა”, რამდენად მომზადებული შეხვდა ირანი საჰაერო შეტევებს და რამდენად ადეკვატურ საპასუხო დარტყმებს აყენებს.

ირანის ომის შუალედური შედეგები

პირველი – თუ სამხედრო-პოლიტიკურად შევაფასებთ 28 თებერვალს ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივ ფართომასშტაბიან ოპერაციას ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, მაშინ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ შეძლო ის, რაც ისრაელის სხვა პოლიტიკურ ლიდერებს არ გამოუვიდათ – აშშ-ის რომელიმე პრეზიდენტის დაყოლიება ისრაელის მხარდამხარ ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებაზე! აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საუკეთესო განწყობა ისრაელისა და პირადად მისი პრემიერის ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ ისედაც კარგად იყო ცნობილი, ისევე როგორც ებრაული ლობის უდიდესი გავლენა აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელ სახელმწიფო სტრუქტურებზე, მაგრამ ასე აშკარა ჩართვა ისრაელთან ერთად ირანის დასაბომბად პრეზიდენტ ტრამპის მაინც მოულოდნელ და სარისკო გადაწყვეტილებად ჩანდა (და ახლაც ჩანს). თეთრი სახლისთვის პოლიტიკურად და ისტორიისთვის, ალბათ, უპრიანი იქნებოდა, თუკი ამერიკული ავიაცია მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთვებოდა მოქმედებებში, როდესაც ირანი ისრაელის საჰაერო დარტყმების საპასუხოდ პირველივე ბალისტიკურ რაკეტას გაუშვებდა ისრაელის რომელიმე ქალაქისკენ;

მეორე – პირველივე მოულოდნელი შეტევით მოწინააღმდეგის პოლიტიკური ლიდერის, სულიერი მოძღვრის, მეფისა თუ შაჰის ფიზიკური ლიკვიდირების ტაქტიკა უხსოვარი დროიდან მოდის და ის გამართლება აქვს, რომ უმეთაუროდ დარჩენილი ქვეყანა და ჯარი უმართავი და შემდგომში ადვილად დასამარცხებელი იქნება.

ირანზე საჰაერო თავდასხმის პირველივე წუთებში ისრაელის ჰიპერბგერითმა აერობალისტიკურმა რაკეტებმა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი იმსხვერპლეს, რითაც ნეთანიაჰუმ და ტრამპმა ჩანაფიქრის, ირანში აიათოლების 47-წლიანი რეჟიმის დამხობა, თითქმის ნახევარზე მეტი შეასრულეს. მაგრამ ომის პირველმა კვირამ ცხადყო, რომ მიუხედავად ყოველდღიური მასირებული დაბომბვებისა, აიათოლების რეჟიმი დანებებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ აიათოლა ალი ხამენეის გარდა, ლიკვიდირებულია 50-მდე ირანელი სამხედრო და პოლიტიკური მაღალჩინოსანი;

მესამე – მოხდა ირანის სამხედრო-პოლიტიკური ხელისუფლების მოქმედების დეცენტრალიზაცია ანუ გადაწყვეტილებებს ადგილზე იღებენ ირანის სხვადასხვა კუთხეში მყოფი “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა” და შეიარაღებული ძალების სხვადასხვა რანგის მეთაურები დივიზიების, ბრიგადებისა თუ თვით ბატალიონების დონეზეც კი, რადგან მათ ფაქტობრივად არა აქვთ ერთმანეთთან რადიოელექტრონული კავშირის საშუალება – რაციები და მობილური ტელეფონები გამორთული აქვთ, რომ მათი საშუალებით არ მიაგნონ ისრაელისა და აშშ-ის რადიოელექტრონული დაზვერვის სპეციალისტებმა და მათკენ ფრთოსანი რაკეტები და მართვადი საავიაციო ბომბები არ გაუშვან.

ის, რომ აიათოლების რეჟიმის ერთგულ “გუშაგთა კორპუსისა” და არმიის მებრძოლებს ერთმანეთთან რადიოკავშირისა და შეთანხმების გარეშე დამოუკიდებლად ემოქმედათ ბალისტიკური რაკეტებისა და კამიკაძე-დრონების საპასუხო გაშვებისას, ეტყობა, ირანის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ წინასწარ დაგეგმა, რაც უარყოფით შედეგს იძლევა ისრაელისა და აშშ-ისთვის – ირანის ამჟამინდელი ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის თითქმის მთლიანად განადგურების მიუხედავად (რის შემთხვევაშიც ბევრი ევროპული ქვეყანა მეორე დღესვე უპირობო კაპიტულაციაზე დათანხმდებოდა), ირანი აგრძელებს პასუხის გაცემას;

ასევე დაგაინტერესებთ
ქუვეითელ პილოტს სამი ამერიკული „არწივი“ შეგნებულად ჩამოუგდია?
მიწისქვეშა “სარაკეტო ქალაქები” და “კოღოების ფლოტი” – სად მალავენ შეიარაღებას ირანელები?!
პირველი ამერიკული დანაკარგი – ვინ ჩამოაგდო “არწივი”?!

მეოთხე – ომის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში ირანმა საპასუხო საჰაერო დარტყმები მიაყენა ისრაელს, რაც გარდაუვალი იყო, ისევე როგორც ირანის შეტევები სპარსეთის ყურის იმ ქვეყნებზე (ქუვეითი, ბაჰრეინი, კატარი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები), სადაც ამერიკული სამხედრო ბაზებია და საიდანაც აფრინდნენ ამერიკული დამრტყმელი თვითმფრინავები ირანის ობიექტების დასაბომბად.

ირანის სამიზნეში ასევე აღმოჩნდა წითელ ზღვაში სანაპიროს მქონე იორდანიაც, რომელიც ისრაელის მეზობელია და მათ შორის მიუხედავად ძველი ომისა, დღეს დიპლომატიური ურთიერთობა აქვთ. ამანი ძალიან ეხმარება თელ-ავივს, იქნება ამერიკული ავიაციისთვის აეროდრომების დათმობა ირანის დასაბომბად თუ ისრაელის გამანადგურებლებისთვის უფლების მიცემა, რომ ირანიდან გამოშვებული კამიკაძე-დრონები იორდანიის ცაშივე ჩამოაგდონ.

ირანის საპასუხო დარტყმებს ვერც მეზობელი ერაყი გადაურჩა, რადგან ირანზე თავდასხმის პირველივე წუთებში დასავლეთ ირანს ერაყიდან ამერიკული “ჰაიმარსებიდან” გაშვებულმა ოპერატიულ-ტაქტიკურმა ბალისტიკურმა რაკეტებმაც შეუტიეს.

სირია არ ესაზღვრება ირანს, მაგრამ პროირანული ბაშარ ასადის რეჟიმის ჩამოგდების შემდეგ სირიის ახალი ხელისუფლება ავტომატურად “ჩაეწერა” თეირანის მტრების სიაში და რამდენიმე ათეული კამიკაძე-დრონი არც სირიისთვის დაიშურეს.

ძალიან მოულოდნელი იყო, რომ ირანულმა რაკეტებმა და დრონებმა რამდენიმე იერიში მიიტანეს არაბეთის ზღვის პირას მდებარე ომანზე, რადგან სწორედ ომანი განიხილებოდა მთავარ შუამავლად ირან-აშშ-ის ბირთვული მოლაპარაკებების დროს და ოფიციალურ მასკატს ტრადიციულად კარგი ურთიერთობა ჰქონდა თეირანთან. ამასთან, ომანში არ არის განთავსებული ამერიკული სამხედრო ბაზები.

განაგრძეთ კითხვა

The post ირანის ომის პირველი კვირის შედეგები – რას ელოდა და რას მიაღწია ისრაელ-აშშ-ის „დუეტმა“… appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური