ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არის, იმუშაოს უნგრეთის ნებისმიერ ლიდერთან, რომელიც არ იქნება პუტინის მოკავშირე — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 15 Mar 2026, 12:03

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მზად არის, იმუშაოს უნგრეთის ნებისმიერ ლიდერთან, რომელიც არ იქნება პუტინის მოკავშირე. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უნგრეთის მოქმედი მთავრობა უნგრელებში ანტიუკრაინულ განწყობებს აღვივებს. „ჩვენ არანაირად არ ვავრცელებთ ნეგატივს, სიძულვილს ან უპატივცემულობას უნგრელი ხალხის ან ეროვნული უმცირესობების მიმართ, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან და ეს ყველამ იცის, იმისგან განსხვავებით, რაც უნგრეთში მოქმედი მთავრობის ინიციატივით ხდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ მას არ შეუძლია თქვას, რა მოხდება, თუ უნგრეთის ხელმძღვანელობა შეიცვლება, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მზადაა, ითანამშრომლოს ნებისმიერ ლიდერთან, რომელიც პუტინის მოკავშირე არ არის. The post ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არის, იმუშაოს უნგრეთის ნებისმიერ ლიდერთან, რომელიც არ იქნება პუტინის მოკავშირე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური