კრემლმა საფრანგეთის წარმომადგენლებს უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების უხეში ფორმით უთხრა უარი — Cnoba
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა უხეში ფორმით უთხრა უარი საფრანგეთის წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობდნენ დაერწმუნებინათ კრემლი, რომ ევროპამ უნდა მიიღოს მონაწილება უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა ავრცელებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩევლები ემანუელ ბონი და ბერტრან ბუხვალტერი თებერვალში მოსკოვში ჩავიდნენ, რომ პუტინის თანაშემწეს იური უშაკოვს შეხვედროდნენ. გამოცემის ცნობით, ისინი ცდილობდნენ დაერწმუნებინათ კრემლი, რომ ევროპამ უნდა მიიღოს ადგილი უკრაინის საკითხზე მოლაპარკებების მაგიდასთან. როგორც მედია წერს, უშაკოვმა ამ მოთხოვნას უხეშად უპასუხა. „ბოდიში, მაგრამ არა, წადით ….“, – ასეთი იყო რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის პასუხი. The post კრემლმა საფრანგეთის წარმომადგენლებს უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების უხეში ფორმით უთხრა უარი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.