,,ლელო ძლიერი საქართევლო” ,,ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს — Cnoba

Alia სიახლე 15 Mar 2026, 15:44

,,ლელო ძლიერი საქართველო” განცხადებას ავრცელებს და ,,ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს: ,,დღეს საქართველოს ირგვლივ შექმნილია უკიდურესად რთული გეოპოლიტიკური ვითარება. რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებები და საქართველოს უშუალო სიახლოვეს შეიარაღებულიკონფლიქტები მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების რისკებს და საქართველოს ახალი, სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს. ამ ფონზე განსაკუთრებით საგანგაშოა ქვეყნის შიგნით არსებული ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც კიდევ […] The post ,,ლელო ძლიერი საქართევლო” ,,ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს appeared first on .

,,ლელო ძლიერი საქართველო” განცხადებას ავრცელებს და ,,ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს:

,,დღეს საქართველოს ირგვლივ შექმნილია უკიდურესად რთული გეოპოლიტიკური ვითარება. რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებები და საქართველოს უშუალო სიახლოვეს შეიარაღებულიკონფლიქტები მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების რისკებს და საქართველოს ახალი, სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს.

ამ ფონზე განსაკუთრებით საგანგაშოა ქვეყნის შიგნით არსებული ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც კიდევ უფრო ასუსტებს სახელმწიფოს ინსტიტუტებს და ამცირებს ქვეყნის შესაძლებლობას ეფექტურად უპასუხოს გარე საფრთხეებს

საქართველო ამ საერთაშორისო იზოლაციიდან ვერგამოვა პოლიტიკურ პროცესში მნიშვნელოვანი გადატვირთვის გარეშე…

…ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნადაადასტურა საქართველოში არსებული პოლიტიკურ-სამართლებრივი ღრმა კრიზისი; ეს დასკვნა არის საერთაშორისო საზოგადოების ვერდიქტი „ქართული ოცნების“ მიმართ და პირდაპირ ამბობს, რომ დღევანდელი პოლიტიკური კურსის პირობებში, სტაბილური და ევროპული მომავლის მქონე მთლიანი და ძლიერი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პერსპექტივა არ არსებობს.

ამ ყველაფერმა შეიძლება მიგვიყვან იმ ვითარებამდე, როდესაც გამოსავალის მოძებნა, პოლიტიკური ნების არსებობის პირობებშიც კი, უკვე შეუძლებელი გახდეს.

დღეს საქართველოს სჭირდება, რომ დაიწყოს ქვეყნის შიდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე ორიენტირებული ფართო პოლიტიკური დიალოგი, უკიდურესად პოლარიზებული საზოგადოების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობით.

აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირებისურთიერთგანადგურების დამანგრეველი ლოგიკა და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებებიქართულ ოცნებასადა იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამეტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს, მიუხედავად არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარებისა და ქართული ოცნების“ მხრიდან ოფიციალური შედეგებრეალობის გაყალბებისა.

არსებული პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი, დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი გამოსავალი არის შეთანხმება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გამართვაზე. ახალი არჩევნები არის ერთადერთი გზა, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისთვის აუცილებელ სტაბილურ გარემოს შექმნის.  
ამის პარალელურად ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის შემცირების მიზნით, აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ეს არის გადაწყვეტილებები, რომელიც სჭირდება სახელმწიფოსსაქართველოს მოქალაქეებს! ეროვნული ინტერესების დაცვა დღეს შექმნილ ურთულეს საერთაშორისო გარემოში, ეროვნული კონსოლიდაციის გარეშე, შეუძლებელია.

ძლიერი საქართველოლელომზად არის პასუხისმგებლობით იმოქმედოს ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, რომლისთვისაც საქართველოს უსაფრთხოება და დემოკრატია უმთავრესი ეროვნული პრიორიტეტია.

ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური დიალოგი, დემოკრატიული პროცესის აღდგენა და ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე დაბრუნება არის ერთადერთი გამოსავალი კრიზისში, რომელშიც ქართული სახელმწიფო მისი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე აღმოჩნდა.”

The post ,,ლელო ძლიერი საქართევლო” ,,ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს appeared first on .


რელევანტური