ტყის ფურისულა – Primula woronowii — Cnoba

პარალელი სიახლე 15 Mar 2026, 18:19

სააგენტო "პარალელი" ტყის ფურისულა – Primula woronowii ველური ბუნების ეროვნული სააგენტო საინტერესო ინფორმაციებს ავრცელებს კავკასიის ენდემურ სახეობაზე – ფურისულაზე: 🌸❓ იცოდით, რომ ტყის ფურისულას ლათინური სახელი ‘Primula’ პირდაპირ კავშირშია მის მთავარ დამახასიათებელ თვისებასთან, იყოს პირველი? ველური ბუნების „გამოფხიზლების“ ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო ტყის ფურისულაა (Primula woronowii), რომელიც თოვლის სრულად დნობამდე იწყებს ყვავილობას და გაზაფხულის მოსვლას ნაზი იასამნისფერი ფურცლებით გვამცნობს. Primula woronowii კავკასიის ენდემური […] ტყის ფურისულა – Primula woronowii პარალელი

სააგენტო "პარალელი"
ტყის ფურისულა – Primula woronowii

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო საინტერესო ინფორმაციებს ავრცელებს კავკასიის ენდემურ სახეობაზე – ფურისულაზე:

🌸❓ იცოდით, რომ ტყის ფურისულას ლათინური სახელი ‘Primula’ პირდაპირ კავშირშია მის მთავარ დამახასიათებელ თვისებასთან, იყოს პირველი?

ველური ბუნების „გამოფხიზლების“ ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო ტყის ფურისულაა (Primula woronowii), რომელიც თოვლის სრულად დნობამდე იწყებს ყვავილობას და გაზაფხულის მოსვლას ნაზი იასამნისფერი ფურცლებით გვამცნობს.

Primula woronowii კავკასიის ენდემური სახეობაა და საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება: დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე. მისი საბინადრო ადგილი ნესტიანი, დაჩრდილული ფოთლოვანი ტყეები, მდინარისპირა ზოლები და კლდის ნაპრალებია.

როგორც ადრეული მოყვავილე მცენარე, ის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეკოსისტემისთვის. ფურისულა არის ნექტარის ერთ-ერთი პირველწყარო ველური ფუტკრებისთვის და სხვა მწერებისთვის, რაც ხელს უწყობს ველურ ბუნებაში კვებითი ჯაჭვის შენარჩუნებას.

მცენარის ფოთლები მდიდარია C ვიტამინით და ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამ მცენარეს განსხვავებული სახელით იცნობენ. გაგვიზიარეთ, როგორ მოიხსენიებენ ფურისულას თქვენს კუთხეში?

ტყის ფურისულა – Primula woronowii
პარალელი


რელევანტური