რომის პაპი ლეო XIV ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს — Cnoba

TV4 სიახლე 15 Mar 2026, 19:24

რომის პაპი ლეო XIV ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. „ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანების და კეთილი ნების მქონე ყველა ქალისა და მამაკაცის სახელით: შეწყვიტეთ ცეცხლი! დიალოგის გზები ხელახლა გაიხსნას! ძალადობა ვერასდროს მიგვიყვანს იმ სამართლიანობამდე, სტაბილურობამდე და მშვიდობამდე, რომელსაც ხალხები ელოდებიან“, – აღნიშნა რომის პაპმა. მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ხალხები ორი კვირაა […] The post რომის პაპი ლეო XIV ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს appeared first on TV 4.

რომის პაპი ლეო XIV ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

 

„ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანების და კეთილი ნების მქონე ყველა ქალისა და მამაკაცის სახელით: შეწყვიტეთ ცეცხლი! დიალოგის გზები ხელახლა გაიხსნას! ძალადობა ვერასდროს მიგვიყვანს იმ სამართლიანობამდე, სტაბილურობამდე და მშვიდობამდე, რომელსაც ხალხები ელოდებიან“, – აღნიშნა რომის პაპმა.

 

მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ხალხები ორი კვირაა ომის სასტიკ ძალადობას განიცდიან.

 

„ათასობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა და მრავალი სხვა იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა“, – აღნიშნა რომის პაპმა.

 

ამასთან, მან შეშფოთება გამოხატა ლიბანში არსებული ვითარების გამო.

 

„ვიმედოვნებ, რომ დიალოგის გზები გამოიძებნება, რაც ქვეყნის ხელისუფლებას დაეხმარება არსებული სერიოზული კრიზისის მდგრადი გადაწყვეტის განხორციელებაში, მთელი ლიბანელი ხალხის საერთო სიკეთისთვის“, – აღნიშნა რომის პაპმა.

The post რომის პაპი ლეო XIV ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს appeared first on TV 4.


რელევანტური