სააგენტო "პარალელი"
“წარმოუდგენელ იურიდიულ პრეცედენტებს ქმნის ოროსანთა ხელისუფლება” – მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, ერთგვარ სამართლებრივ განმარტებებსა და მინიშნებებს აკეთებს:
“წარმოუდგენელ იურიდიულ პრეცედენტებს ქმნის ოროსანთა ხელისუფლება.
ბაჩო ახალაიამ “სასამართლოზე” თქვა “ივანიშვილი უნდა დაემხოს” და ამაზე აღძრეს საქმე.
ჯერ ერთი, ყველანაირი იურიდიული ნორმით სასამართლოზე ნათქვამი დაცულია და მასზე საქმის აღძვრა აკრძალულია და მეორე და მთავარი, თუ “ივანიშვილის დამხობა” კრიმინალია ე.ი. ბრიყვები ადასტურებენ, რომ ჯაყო როგორც დიქტატორი, არაფორმალური კი არა, მათ თავის სრულიად ოფიციალური მმართველია, რაც უხეშად ფეხქვეშ თელავს კონსტიტუციას და საერთაშორისო ნორმებს, მაგრამ ქოცი რისი ქოცია, ყველაფერი თავზე რომ არ დაიმხოს.
აბსოლუტურ ველურებს ჰყავთ საქართველო მძევლად აყვანილი და ყოველდღე მეტ და მეტ საოცრებას ჩადიან“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
“წარმოუდგენელ იურიდიულ პრეცედენტებს ქმნის ოროსანთა ხელისუფლება” – მიხეილ სააკაშვილი
პარალელი