ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენ — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 16 Mar 2026, 05:07

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელებენ. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელის დროით 10:15 საათზე დაიწყება (თბილისის დროით 13:15 საათზე). როგორც დღის წესრიგშია აღნიშნული, ბრიუსელში შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას განიხილავენ. მინისტერიალზე მონაწილეებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლები მიაწვდიან. საქართველოს გარდა, ხვალინდელ განსახილველ საკითხებს შორისაა ომი […] The post ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენ appeared first on ODISHINEWS.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელებენ.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელის დროით 10:15 საათზე დაიწყება (თბილისის დროით 13:15 საათზე). როგორც დღის წესრიგშია აღნიშნული, ბრიუსელში შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას განიხილავენ.

მინისტერიალზე მონაწილეებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლები მიაწვდიან.

საქართველოს გარდა, ხვალინდელ განსახილველ საკითხებს შორისაა ომი უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარება და ევროკავშირის სამხრეთ სამეზობლოში არსებული ვითარება.

ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი უხელმძღვანელებს.

The post ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენ appeared first on ODISHINEWS.


რელევანტური