ყველაზე ჰარმონიული წყვილები — Cnoba

GuriaNews სიახლე 16 Mar 2026, 06:31

ვერძი & ტყუპი ჰაერისა და ცეცხლის ურთიერთკავშირი წარმოშობს უზარმაზარ ენერგიას, რომელიც საბოლოო ჯამში გვაძლევს წყვილს შორის დიდ ფიზიკურ და მენტალურ მიზიდულობას. ვერძისა და ტყუპის წყვილი ხმაურიანი, თუმცა ოპტიმიზმით სავსე ოჯახია. ასეთ პარტნიორებს არასოდეს ბეზრდებათ ერთმანეთი. მშვილდოსანი & ლომი ორი ცეცხლის ნიშნის ერთ ჭერქვეშ ყოფნა უდრის სასიყვარულო ფეიერვერკს. ეს ორი ძლიერი ხასიათის ადამიანის კავშირია. ამიტომ თუკი […] The post ყველაზე ჰარმონიული წყვილები appeared first on გურია ნიუსი.

ვერძი & ტყუპი

ჰაერისა და ცეცხლის ურთიერთკავშირი წარმოშობს უზარმაზარ ენერგიას, რომელიც საბოლოო ჯამში გვაძლევს წყვილს შორის დიდ ფიზიკურ და მენტალურ მიზიდულობას. ვერძისა და ტყუპის წყვილი ხმაურიანი, თუმცა ოპტიმიზმით სავსე ოჯახია. ასეთ პარტნიორებს არასოდეს ბეზრდებათ ერთმანეთი.

მშვილდოსანი & ლომი

ორი ცეცხლის ნიშნის ერთ ჭერქვეშ ყოფნა უდრის სასიყვარულო ფეიერვერკს. ეს ორი ძლიერი ხასიათის ადამიანის კავშირია. ამიტომ თუკი ისინი საერთო მიზნებით ერთიანდებიან, მთებსაც დაძრავენ ადგილიდან დასახული გეგმების განსახორციელებლად.

სასწორი & ვერძი

ოპოზიციური ნიშნები, როგორიცაა ვერძი-სასწორის წყვილი, ყოველთვის ფლობენ ერთმანეთის დაბალანსებისა და “შევსების” შესაძლებლობებს. აქ მთავარი კომპრომისის საკითხია. თუკი ეს მოხერხდა, ამგვარი წყვილი ერთი სულისკვეთებით შეკრული მთლიანობა იქნება.

ქალწული & მერწყული

ერთსაც და მეორესაც მიეცა ნიჭი, მუდმივად განვითარდნენ და სამყაროც შეცვალონ გარშემო. ამასთან ერთად, მერწყულის პროგრესიული იდეების განსახორციელებლად ქალწულზე უკეთეს ადამიანს ვერ იპოვით. შესაბამისად, მერწყულის კრეატივითა და ქალწულის ლოგიკით არაერთი დიადი მიზნის განხორციელება შეიძლება ამ წყვილისთვის.

The post ყველაზე ჰარმონიული წყვილები appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური