სპარსეთის ყურის ქვეყნები ირანის მხრიდან თავდასხმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 16 Mar 2026, 06:46

არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო თავდაცვის სისტემები ირანულ რაკეტებსა და დრონებს იგერიებენ. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. „არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო თავდაცვის სისტემები ამჟამად ირანიდან შემომავალ რაკეტებსა და დრონებზე რეაგირებენ“, – წერს უწყება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ დრონებთან დაკავშირებული ინციდენტის გამო დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ხანძარი გაჩნდა და ფრენები დროებით შეჩერდა. საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ შუაღამის შემდეგ 60-ზე მეტი დრონი მოიგერია. ახალი დარტყმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს ერაყმა და ქუვეითმაც. The post სპარსეთის ყურის ქვეყნები ირანის მხრიდან თავდასხმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური