6 წლის და 2 წლის შვილებზე სისტემატურად ძალადობდა – დაკავებულია ერთი ადამიანი — Cnoba
მედიაცენტრი
სიახლე
16 Mar 2026, 06:31
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2020 და 2024 წელს დაბადებულ შვილებზე სისტემატურად ძალადობდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ს.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს,რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”- აცხადებენ შსს-ში. The post 6 წლის და 2 წლის შვილებზე სისტემატურად ძალადობდა – დაკავებულია ერთი ადამიანი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.