დმანისის მუნიციპალიტეტში იაღუფლოს წყალსაცავი და პანტიანის ტბა კვლავ გათევზიანდა — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 16 Mar 2026, 06:49

2026 წლის 15 მარტს დმანისის მუნიციპალიტეტი-ში მდებარე იაღუფლოს წყალსაცავი-სა და პანტიანის ტბა-ს გათევზიანების მეორე ეტაპი წარმატებით დასრულდა. პროექტის ფარგლებში აღნიშნულ წყალსატევებში 17 000-დან 18 000-მდე სხვადასხვა სახეობის თევზი გაუშვეს, მათ შორის: კობრი, სარკისებრი კობრი და თეთრი ამური. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერია-ს მხარდაჭერით დაიგეგმა და განხორციელდა. ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს...

2026 წლის 15 მარტს დმანისის მუნიციპალიტეტი-ში მდებარე იაღუფლოს წყალსაცავი-სა და პანტიანის ტბა-ს გათევზიანების მეორე ეტაპი წარმატებით დასრულდა.

პროექტის ფარგლებში აღნიშნულ წყალსატევებში 17 000-დან 18 000-მდე სხვადასხვა სახეობის თევზი გაუშვეს, მათ შორის: კობრი, სარკისებრი კობრი და თეთრი ამური.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერია-ს მხარდაჭერით დაიგეგმა და განხორციელდა.

ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი ეკოსისტემის გაჯანსაღებას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და მუნიციპალიტეტში რეკრეაციული პოტენციალის განვითარებას.

მუნიციპალიტეტი მადლობას უხდის საქართველოს მელიორაციას გაწეული მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. 🐟🌿


რელევანტური