რა განმარტებას აკეთებს ელჩი ყულევის ნავსადგურთან დაკავშირებით?! — Cnoba
საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი ყულევის ნავსადგურთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც ელჩი აცხადებს, „ქართული მედია, მათ შორის სანქცირებულებიც, გამუდმებით მთხოვენ, განვმარტო ჩემი განცხადება ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტსა და ყულევის პორტთან დაკავშირებით. ჩემი პასუხი არის – ჩემი აქამდე გაკეთებული განცხადებები დეზინფორმაციაზე. შეჯამება: მე ვადასტურებ ჩემს განცხადებას, რომ ყულევი შეტანილი იყო ევროკავშირის წინადადებაში და წარმოდგენილი იყო მტკიცებულებების პაკეტი“, – წერს პიტერ ფიშერი. ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტშიარ შეიყვანა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.… The post რა განმარტებას აკეთებს ელჩი ყულევის ნავსადგურთან დაკავშირებით?! appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.