ა(ა)იპ ომარ მუმლაძის სახელობის დმანისის სპორტული სკოლის მკლავჭიდის წრის მწვრთნელმა ნოდარ ციხელაშვილმა 15 მარტს გამართულ საქართველოს ჩემპიონატი მკლავჭიდში დიდი წარმატება მოიპოვა. 
სპორტსმენმა 80 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და მაღალი შედეგები აჩვენა:
I ადგილი და ოქროს მედალი – მარცხენა მკლავში;
II ადგილი და ვერცხლის მედალი – მარჯვენა მკლავში.
მიღწეული წარმატებით ნოდარ ციხელაშვილმა მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატის ლიცენზია მოიპოვა, სადაც ის საქართველოსა და დმანისის ღირსებას დაიცავს.
RegionNews გულითადად ულოცავს ნოდარ ციხელაშვილს, საქართველოს ჩემპიონატზე მიღწეულ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებას ევროპის ჩემპიონატზე.