სასწარფოა (კურსების X-XI საუკუნის ეკლესის) მიმართებით მეწყერის მოქმედების დინამიკის განსაზღვრა – თორნიკე ბარათაშვილი — Cnoba

MegaTV სიახლე 16 Mar 2026, 08:20

სასწარფოა კურსების ზენობნის მაცხოვრის ამაღლების X-XI საუკუნის ეკლესიის მიმართებით მეწყერის მოქმედების დინამიკის განსაზღვრა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თორნიკე ბარათაშვილი წერს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “კურსების ზენობნის მაცხოვრის ამაღლების X-XI საუკუნის ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. რამდენადაც მეწყერის მოქმედების ზონასთან რამდენიმე მეტრში მდებარეობს: სასწარფოა: მასთან მიმართებით მეწყერის მოქმედების დინამიკის განსაზღვრა. ეკლესიის ფუნდამენტის და არეალის გეოლოგიური შეფასება. […]

სასწარფოა კურსების ზენობნის მაცხოვრის ამაღლების X-XI საუკუნის ეკლესიის მიმართებით მეწყერის მოქმედების დინამიკის განსაზღვრა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თორნიკე ბარათაშვილი წერს.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“კურსების ზენობნის მაცხოვრის ამაღლების X-XI საუკუნის ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია.

რამდენადაც მეწყერის მოქმედების ზონასთან რამდენიმე მეტრში მდებარეობს:

სასწარფოა:

❗️მასთან მიმართებით მეწყერის მოქმედების დინამიკის განსაზღვრა.

❗️ეკლესიის ფუნდამენტის და არეალის გეოლოგიური შეფასება.

❗️მიმდინარე მეწყრული პროცესიდან გამომდინარე მისი მუდმივი მონიტორინგი.

❗️საშუალო ვადაში წყლის არიდების მიზნით დრენაჟების მოწყობა და ახლო მდებარე მოშიშვლებული ფერდების ტერასირება-განაშენიანება.

⭕️ზენობნის ეკლესიის გარდა სტიქიის ზონის მომიჯნავედ მდებარეობს ქვენობნის მთავარანგელოზის ეკლესია და დედაღვთისას მონასტერი.

⭕️ზონიდან ახლოს გელათის მონასტერი.

უკვე უნდა არსებობდეს პირველადი ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებით (განსაკუთრებით ზენობნის ეკლესია) ჩატარებული და მიმდინარე მოქმდებების შესახებ.

უკვე უნდა ვიცოდეთ, რომ პირველადი კვლევები ჩატარებულია და მეწყერის მოქმედების დინამიკა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს საფრთხეს არ უქმნის.

ამის შემდეგ არის განსასაზღვრი საშუალო და რგძელვადიანი სტრატეგია!

იციან კი თბილისში, რომ სტიქიის ზონა მემკვიდრეობით დატვირთული ზონაა?!” – წერს სოციალურ ქსელში თორნიკე ბარათაშვილი.

ცნობისთვის, სოფელ კურსებში მეწყერი 12 მარტს გამთენიისას ჩამოწვა. დაზიანებულია 58 ჰექტარი ფართობის მიწა. მეწყერმა 15-მდე სახლი მოიყოლა, თუმცა უწყვეტი მეწყრული პროცესის გამო სახლების ნგრევა გრძელდება. სოფლიდან მაშველებმა 45 უჯახი უვნებლად გამოიყვანეს, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. ადგილობრივები ქუთაისისა და ტყიბულის სასტუმროებში იმყოფებიან. ოჯახები გეოლოგების დასკვნას ელოდებიან, რომელიც, როგორც ცნობილია, რამდენიმე დღეში უნდა გასაჯაროვდეს.


რელევანტური