“ლელო ძლიერ საქართველოს“ წინადადებას, რომ ოპოზიციასა და ,,ქართულ ოცნებას” შორის მოლაპარაკებების დაიწყოს, შალვა პაპუაშვილი პასუხობს:
„ლელოს რაც შეეხება, მათ ჩვენთან ან ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათგან ზოგიერთმა წევრმა ელაპარაკონ სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებით საქმეები არის. ეს არის მთავარი პრობლემა, არა ის, რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, პრობლემა ის არის, რომ ითხოვენ პოლიტიკური დიალოგს კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები.
მათ პოლიტიკური განაჩენი გამოუტანეს თავიანთ თავს მაშინ, როდესაც არ აღიარეს ქართველი ხალხის ნება არჩევნებზე და იქცნენ პირდაპირი იარაღი უცხო ძალების ხელში საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ. ასე, რომ მათთან სალაპარაკო არაფერია. მთავარი პრობლემა ის არის, რომმ ისინი ვაჭრობენ ადამიანებით და ვაჭრობენ დემოკრატიით”
,,ლელო ძლიერი საქართევლო” ,,ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს
The post ,,ლელოსთან” არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს“ – შალვა პაპუაშვილი appeared first on .