საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით ნამდვილად არ მიდის – კაია კალასი — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 16 Mar 2026, 10:22

განვიხილავთ საქართველოს საკითხს. რა თქმა უნდა, სიტუაცია უფრო და უფრო სერიოზული ხდება, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, 6 მარტიდან ამოქმედდა ვიზებთან დაკავშირებული აკრძალვა ქართველი დიპლომატებისთვის და ევროკავშირი განიხილავს, კიდევ რისი გაკეთებაა შესაძლებელი საქართველოსთან დაკავშირებით. „6 მარტიდან […] The post საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით ნამდვილად არ მიდის – კაია კალასი appeared first on ODISHINEWS.

განვიხილავთ საქართველოს საკითხს. რა თქმა უნდა, სიტუაცია უფრო და უფრო სერიოზული ხდება, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, 6 მარტიდან ამოქმედდა ვიზებთან დაკავშირებული აკრძალვა ქართველი დიპლომატებისთვის და ევროკავშირი განიხილავს, კიდევ რისი გაკეთებაა შესაძლებელი საქართველოსთან დაკავშირებით.

„6 მარტიდან ხორციელდება სავიზო აკრძალვა დიპლომატებისთვის, მაგრამ განვიხილავთ, კიდევ რის გაკეთება შეგვიძლია, რადგან საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით ნამდვილად არ მიდის“, – აღნიშნა კალასმა.

The post საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით ნამდვილად არ მიდის – კაია კალასი appeared first on ODISHINEWS.


რელევანტური