ირაკლი კობახიძე ბელარუსის ვიცე-პრემიერ იური შულეიკოს შეხვდა — Cnoba

News.ge სიახლე 16 Mar 2026, 10:29

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბელარუსის ვიცე-პრემიერს, იური შულეიკოს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბელარუსსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. „განიხილეს ორმხრივი პარტნიორობის აქტუალური საკითხები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის როლს სტაბილური, პროგნოზირებადი და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის თვალსაზრისით. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ბელარუსის მთავრობათაშორისი […]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბელარუსის ვიცე-პრემიერს, იური შულეიკოს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბელარუსსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.

„განიხილეს ორმხრივი პარტნიორობის აქტუალური საკითხები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის როლს სტაბილური, პროგნოზირებადი და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის თვალსაზრისით. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მეშვიდე სხდომის გამართვის მნიშვნელობა, ქვეყნებს შორის აქტუალური ეკონომიკური საკითხების განხილვის თვალსაზრისით. ისაუბრეს ტურიზმის სფეროში არსებულ დადებით დინამიკასა და საქართველოში ბელარუსელი ტურისტების მზარდ რაოდენობაზე“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.


რელევანტური