2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსია, კომპენსაცია და შემწეობა უკან დაბრუნებას აღარ დაექვემდებარება — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 16 Mar 2026, 11:44

2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსია, ასევე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია და შემწეობა ლეგალიზებულად ჩაითვლება და უკან დაბრუნებას აღარ დაექვემდებარება. ამასთან ერთად, შეწყდება უკან დაბრუნების საქმეებზე დაწყებული ადმინისტრაციული და სააღსრულებო წარმოებები. მთავრობის მიერ მომზადებული შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა. საკითხი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ირინე წაქაძემ წარადგინა. კანონის თანახმად, პენსიის, ისევე როგორც კომპენსაციისა და შემწეობის შეწყვეტის საფუძველია პირის მიერ საჯარო სამსახურში საქმიანობის დაწყება, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, გარდაცვალება და სხვა. როგორც მთავრობა განმარტავს, ხშირია შემთხვევები, როდესაც დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე, ინფორმაციის გვიან მოწოდება ხდება და ამის… The post 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსია, კომპენსაცია და შემწეობა უკან დაბრუნებას აღარ დაექვემდებარება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური