ძიუდოს აკადემია-ში საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში გაიმართა. ვარჯიშს დაესწრო შალვა გოგოლაძე – სპორტის მინისტრი, რომელმაც ძიუდოისტებს წარმატებული ასპარეზობა უსურვა თბილისის გრანდ სლემზე.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ნოზაძე და ფედერაციის წარმომადგენლები.
ტურნირი თბილისი არენაში 20–22 მარტს გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ნაკრების ძიუდოისტები სხვადასხვა წონით კატეგორიაში, მათ შორის:
- ვაჟები: ლუკა მაისურაძე, ონისე სანებლიძე, ირაკლი დემეტრაშვილი, საბა ინანეიშვილი და სხვები;
- ქალები: ნუცა თათრიშვილი, სოფიო ბედოშვილი, ნინო წიკლაური, სოფიო სომხიშვილი და სხვა სპორტსმენები.
ტურნირის პროგრამა:
20 მარტი – ქალები: -48, -52, -57 | ვაჟები: -60, -66
21 მარტი – ქალები: -63, -70 | ვაჟები: -73, -81
22 მარტი – ქალები: -78, +78 | ვაჟები: -90, -100, +100
თბილისის გრანდ სლემი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურნირია საერთაშორისო ძიუდოს კალენდარში, სადაც მსოფლიოს წამყვანი სპორტსმენები მონაწილეობენ. 