ინიციატივა, რომლითაც 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟება ძვირდება, პარლამენტში ინიცირებულია — Cnoba
პარლამენტში ინიცირებულია მთავრობის ინიციატივა, რომლითაც 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟების საფასური ძვირდება. საკანონმდებლო პაკეტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გადაეცა. მსუბუქი ავტომობილების დაბეგვრის წესის ცვლილება “საგადასახადო კოდექსში“ აისახება. მასთან ერთად ცვლილება “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში შედის. ორივე პროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ. პროექტის მიხედვით, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის განისაზღვრება ძრავის მოცულობის 1სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი განისაზღვრება 1სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით. ასევე იცვლება კლასიკური ავტომობილის კრიტერიუმი და მასთან დაკავშირებული ასაკობრივი ზღვარი. კერძოდ, კლასიკურ ავტომობილად ჩაითვლება ავტომობილი, რომლის… The post ინიციატივა, რომლითაც 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟება ძვირდება, პარლამენტში ინიცირებულია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.