ცნობილი ქართველი ექიმი გარდაიცვალა – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია — Cnoba

elNews სიახლე 16 Mar 2026, 14:00

ქუთაისში ცნობილი ექიმი, ნეიროქირურგი დავით ჩიქოვანი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას “კლინიკა-ლჯ”-ი ავრცელებს. “კლინიკა-ლჯ”-ის ხელმძღვანელობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი საუკეთესო თანამშრომლისა და უახლოესი მეგობრის, ექიმ-ნეიროქირურგის, დავით ჩიქოვანის გარდაცვალების გამო. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ცნობილი ექიმი ჩვენს კლინიკაში ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში წარმატებით საქმიანობდა. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, ადამიანური ურთიერთობებითა და კოლეგიალობით, ასევე პაციენტებზე განსაკუთრებული ზრუნვითა და … ცნობილი ქართველი ექიმი გარდაიცვალა – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია Read More » The post ცნობილი ქართველი ექიმი გარდაიცვალა – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია appeared first on elNews.ge.

ქუთაისში ცნობილი ექიმი, ნეიროქირურგი დავით ჩიქოვანი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას “კლინიკა-ლჯ”-ი ავრცელებს.

“კლინიკა-ლჯ”-ის ხელმძღვანელობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი საუკეთესო თანამშრომლისა და უახლოესი მეგობრის, ექიმ-ნეიროქირურგის, დავით ჩიქოვანის გარდაცვალების გამო.

მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ცნობილი ექიმი ჩვენს კლინიკაში ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში წარმატებით საქმიანობდა. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, ადამიანური ურთიერთობებითა და კოლეგიალობით, ასევე პაციენტებზე განსაკუთრებული ზრუნვითა და ზუსტი დიაგნოზით.

არაერთი ურთულესი ოპერაციის წარმატებით დასრულება, მრავალი გადარჩენილი სიცოცხლე და გამოჯანმრთელებული პაციენტი უკავშირდება დავით ჩიქოვანის სახელს.

თანავუგრძნობთ ქალაქს, მის ოჯახსა და ახლობლებს.

უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი” – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

The post ცნობილი ქართველი ექიმი გარდაიცვალა – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია appeared first on elNews.ge.


რელევანტური