მინისტრის მოადგილეს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და 6 მილიონალმდე ქონება ჩამოართვეს — Cnoba
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და 6 მილიონ ლარამდე ქონება ჩამოართვეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დამნაშავედ ცნო. დადგინდა, რომ მსჯავრდებული მფარველობდა შპს „ჯეოკრაფტს“ და მიუხედავად იმისა, რომ კოპანიაში ოფიციალურად წილი არ გააჩნდა, რეალურად მის მართვაში მონაწილეობდა. დაეხმარა აღნიშნული კომპანიის… The post მინისტრის მოადგილეს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და 6 მილიონალმდე ქონება ჩამოართვეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.