„მსოფლიო არეულია. ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი არის ევროპა“ – პრემიერი — Cnoba
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია პარტნიორობის გაღრმავებაზე მუშაობდეს, ისინი პირიქით, კავშირების ჩაჭრას ცდილობენ. „მთელი მსოფლიო არეულია. ამ არეულობაში ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი არის ევროპა, ევროპელი ხალხი, ევროპის მოსახლეობა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე. მისი შეასებით, „ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს გარე ძალების კარნახით“. „ევროკავშირის ბიუროკრატია წესით უნდა ცდილობდეს ახალი გზების გამონახვას, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და პოლიტიკური პარტნიორობის გაღრმავებისთვის და როდესაც ასეთ პირობებში, პირიქით, ევროპული ბიუროკრატია ცდილობს კავშირების ჩაჭრას, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური, სტრატეგიული ხაზების ჩაჭრას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს არა ევროპული ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე ძალების კარნახით,… The post „მსოფლიო არეულია. ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი არის ევროპა“ – პრემიერი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.