
12 მარტს, პარიზის ერთ-ერთ გამორჩეულ ისტორიულ სივრცეში – მარსელ დასოს სასახლეში საერთაშორისო ფონდის “SOS Talents” გალა-კონცერტი გაიმართა. სცენაზე ქართველი ნორჩი პიანისტებიც წარსდგნენ.
პარიზში გამგზავრება შესაძლებელი გახდა საქველმოქმედო ფონდის “ლირა”-ს მხარდაჭერით, რომელიც წლებია თანამშრომლობს „SOS Talents“-თან და ხელს უწყობს
ახალგაზრდა მუსიკოსების საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენას.
ღონისძიება განხორციელდა აჭარის კულტურის მინისტრის, ელისო ბოლქვაძის ინიციატივით.
პარიზის გალა-კონცერტზე წარსდგნენ:
მათი წარმატება წარმოადგენს არა მხოლოდ პირად მიღწევას, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული მუსიკალური სკოლის საერთაშორისო აღიარების გზაზე.
აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში გალა-ღონისძიების ამსახველ ფოტო მასალას ავრცელებს.





