ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი:
,,შეგიძლიათ ერთი წუთით მაინც დაიჯეროთ, რომ ივანიშვილს და კობახიძეს მოსკოვის მექანიზმზე ამ დღეებში საერთოდ არ ქონიათ საუბარი? საერთოდ, ერთი სიტყვითაც კი. თუნდაც ტელეფონით. აი, როგორც ამას იტყუება უტიფრად, ისე იტყუება იმასაც, რომ შეკვეთილში არ ყოფილა. ახსნა ბოლო წინადადებაშია – ამბობს, თითქოს მოსკოვის მექანიზმი საერთოდ არ არის აქტუალური. ანუ, აწვებიან, ვითომ არაფერი არ ხდება საშიში და მნიშვნელოვანი, რომ საერთოდ არ ჩამოეშალოთ რეჟიმი. მეც არ გამიკვირდა, რატომ დაიმართეს ისტერიკა და რატომ შემომისიეს სრულიად საქოცეთი ამ დღეებში იმის თქმის გამო, რომ კობახიძე შეკვეთილში ივანიშვილმა დაიბარა. პირველი პანიკის შეტევის მერე როგორც ჩანს გადაწყვიტეს არ შეიმჩნიონ თავსდამტყდარი კატასტროფა. რაღაც თვალსაზრისით მართლებიც არიან. კოსმეტიკური ცვლილებები და ორი კაცის საჩვენებლად დასჯა არ უშველით. მაინც ამოქმედდება მექანიზმები. არსებითი ცვლილებები რომ მოახდინონ, მაშინ ძალაუფლება უნდა დათმონ თვითონვე. ამიტომ, როგორც ჩანს გადაწყვიტეს სულ არაფერი არ გააკეთონ და მიყვნენ დინებას, იქნებ დრო მოიგონ.
კარგია. ასე გააგრძელეთ.”
The post ,, მეც არ გამიკვირდა, რატომ დაიმართეს ისტერიკა და რატომ შემომისიეს სრულიად საქოცეთი..” – ნინო ჯანგირაშვილი appeared first on .