ქრთამის აღების ფაქტზე 2 პოლიციელი დააკავეს — Cnoba
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ქრთამის აღების ფაქტზე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 1982 წელს დაბადებულმა იაკობ კაცაძემ სხვადასხვა პირების შსს საინფორმაციო ცენტრის ბაზებში უკანონოდ გადამოწმებისა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო ფულადი თანხა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-იდან – 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება დაცვის პოლიციის თანამშრომელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის… The post ქრთამის აღების ფაქტზე 2 პოლიციელი დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.