მოკლულია ირანის “ბასიჯის” დანაყოფის მეთაური-IDF — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 17 Mar 2026, 09:39

მოკლულია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) გასამხედროებული “ბასიჯის” დანაყოფის მეთაური, ღოლამრეზა სოლეიმანი – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ადასტურებს. სოლეიმანზე თეირანში თანამდებობას ექვსი წელი იკავებდა. IDF-ის განცხადებით, ზუსტი იერიშის მიტანა სამხედრო დაზვერვის ზუსტი ინფორმაციის წყალობით გახდა შესაძლებელი. ბასიჯის ძალები ირანის ტერორისტული რეჟიმის შეიარაღებული ძალების შემადგენელი ნაწილი არიან. ირანში შიდა საპროტესტო აქციებისას და, კონკრეტულად, […] The post მოკლულია ირანის “ბასიჯის” დანაყოფის მეთაური-IDF appeared first on ODISHINEWS.

მოკლულია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) გასამხედროებული “ბასიჯის” დანაყოფის მეთაური, ღოლამრეზა სოლეიმანი – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ადასტურებს.

სოლეიმანზე თეირანში თანამდებობას ექვსი წელი იკავებდა.

IDF-ის განცხადებით, ზუსტი იერიშის მიტანა სამხედრო დაზვერვის ზუსტი ინფორმაციის წყალობით გახდა შესაძლებელი.

ბასიჯის ძალები ირანის ტერორისტული რეჟიმის შეიარაღებული ძალების შემადგენელი ნაწილი არიან. ირანში შიდა საპროტესტო აქციებისას და, კონკრეტულად, ბოლო პერიოდში მათი ესკალაციის დროს ბასიჯის ძალები, სოლეიმანის მეთაურობის ქვეშ, უძღვებოდნენ მთავარ დარბევით ოპერაციებს, მათ შორის, სასტიკ ძალადობას, მასშტაბურ დაკავებებსა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.” – წერს ისრაელის არმია.

ამავდროულად, ისრაელური მედია წერს, რომ დღეს ღამით ისრაელის არმიამ იერიში ირანის უზენაესი საბჭოს მდივანზე, ალი ლარიჯანზეც მიიტანა.

The post მოკლულია ირანის “ბასიჯის” დანაყოფის მეთაური-IDF appeared first on ODISHINEWS.


რელევანტური