სამოქალაქო აქტივისტი, დარეჯან ცხვიტარია, რომელიც უწყვეტი პროტესტის ფარგლებში წელიწადზე მეტია პარლამენტის წინ ათენებს ღამეს, აცხადებს, რომ მისი პირადი ნივთები ისევ წაიღეს. ამის შესახებ აქტივისტი გამოცემა “ნეტგაზეთს” ესაუბრა.
საუბარია ტანსაცმელზე, მედიკამენტებსა და სხვა ნივთებზე.
დარეჯან ცხვიტარია აღნიშნავს, რომ მომხდარზე 112-ს შეატყობინა, თუმცა, ამბობს, რომ არავინ დაჰკავშირებია.
“ტანსაცმელი და რაღაც საჭმელი მქონდა. წამლებიც მქონდა, რომელიც აუცილებლად მჭირდება და ახლა საყიდელი ფულიც აღარ მაქვს უკვე. ყველა წამალი წაიღეს. მედიკამენტი გუშინ შევიძინე, გუშინწინაც და იმის წინაც – ყოველდღე ვყიდულობდი, იმიტომ რომ აქ სიცივის გამო ჰერპესი გამომივიდა ყელთან და ყურის არეში და აუცილებლად დღეში ხუთჯერ მაქვს დასალევი ოთხ-ოთხი აბი. ძვირიანი წამალია. ყველა წაიღეს.
ხედავთ როგორ მებრძვიან? მთელი ძალოვანი სისტემა მებრძვის მე, ერთ ქალს – არ მაყენებენ და არ მაჩერებენ. ჩემი ნაყიდი და ჩემი ნაოფლარი მიაქვთ და ანიავებენ. არ ვიცი, სად მიაქვთ. მაგათ ჰგონიათ, რომ ამით კუთხეში მიმაყენებენ, მაგრამ მე ძალიან ძლიერი ვარ. უკან დამხევი არ ვარ, ნამდვილად. ყველაფერს კადრულობენ, მაგრამ ჩემთვის ჩემი სამშობლო და ჩემი სინდისი და ჩემი ღირსება ყველაფერზე მაღლა დგას, ეს იცოდნენ,” – უთხრა დარეჯან ცხვიტარიამ “ნეტგაზეთს”.
The post “წამლები, ტანსაცმელი და საკვები ისევ წაიღეს” – დარეჯან ცხვიტარია appeared first on .