“დღეს მოვუწოდებთ სამღვდელოებას, სამონაზვნო დასს, ყველა მორწმუნეებს…” – მიტროპოლიტი შიო მუჯირი — Cnoba

Alia სიახლე 17 Mar 2026, 11:03

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) საქართველოს პატრიარქის მდგომარეობის შესახებ საუბრობს. “როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი გახდა მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, გადმოყვანილია რეანიმაციაში, ჩვენი ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეც იქნება, ღვთის შეწევით. ჩვენ გვინდა დღეს […] The post “დღეს მოვუწოდებთ სამღვდელოებას, სამონაზვნო დასს, ყველა მორწმუნეებს…” – მიტროპოლიტი შიო მუჯირი appeared first on .

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) საქართველოს პატრიარქის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

“როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი გახდა მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, გადმოყვანილია რეანიმაციაში, ჩვენი ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეც იქნება, ღვთის შეწევით. ჩვენ გვინდა დღეს მოვუწოდოთ ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენ სამონაზვნო დასს, ყველა მორწმუნეებს განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან ვიცით რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მის ლოცვას, მის ზრუნვას ჩვენზე და მის ჯანმრთელობას,” – ამბობს მეუფე შიო. 

ცნობისთვის, პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით ღამის სამ საათზე შეიყვანეს. ის რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ილია მეორის ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია.

The post “დღეს მოვუწოდებთ სამღვდელოებას, სამონაზვნო დასს, ყველა მორწმუნეებს…” – მიტროპოლიტი შიო მუჯირი appeared first on .


რელევანტური