პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირია დაკავებული — Cnoba

MegaTV სიახლე 17 Mar 2026, 12:36

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირია დაკავებული – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ გადაიღეს და ინახავდნენ დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოჩანაწერს, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელეს. „დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარედგინებათ, რაც სასჯელის […]

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირია დაკავებული – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ გადაიღეს და ინახავდნენ დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოჩანაწერს, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელეს.

„დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.


რელევანტური