ბათუმში, სპეცოპერაციისას დაშავებული ხანდაზმული ქალი ირწმუნება, რომ გასროლის შედეგად დაიჭრა და სახლიდან კი, სპეცოპერაციის შემდგომ, ოქროულობა დაეკარგა.
ხანდაზმულმა ქალმა, ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკა ცოტა ხნის წინ დატოვა. მან “ბათუმელებთან” ინტერვიუში, თქვა:
არ გაინძრეთ, თორემ გესვრითო. რატომ უნდა მესროლოთ, რამე დავაშავე-თქო?! ახლოს არ მოხვიდეთ, თორემ გესვრიო, რატომ უნდა მესროლოთ-მეთქი. ვეხვეწებოდი ნუ მაზარალებთ, არ დაამსხვრიოთ-მეთქი… ბიჭმა დაიყვირა, რა ქენით, დედაჩემს ესროლეთო?! უკნიდან ვიღაცამ მოაძახა, გაისროლეო? „ზალაში“ რომ გამოვედი, სისხლი მდიოდა ფეხიდან.
ჩემი შვილი ცოცხალი არ მენახოს, ნამდვილად გასროლა იყო. მინის ნამსხვრევები რანაირად. ეგ კი არა ოქრო მქონდა ბანკიდან გამოტანილი, ის ოქროც აღარაა, 20 გრამიანი “ცეფი” არაა. შვილს ვუთხარი მიდი ამა და ამ ადგილას მიდევსთქო და დედი, ეგ “სუმკა” ცარიელიაო ასე მითხრა. რა დავაშავე რა?“, – აღნიშნა თამარა მიქელაძემ.
შს მინისტრი სპეცოპერაციის დროს ქალის დაჭრის ფაქტს არ ადასტურებს – როგორც გეკამ (შს მინისტრის, გელა გელაძის ზედმეტსახელი) ბრიფინგზე განაცხადა, ქალი ფანჯრის ნამსხვრევებით დაშავდა და ის კლინიკიდან უკვე გაწერილია.
დღეს შსს-სმ აჭარაში სპეცოპერაცია ჩაატარა – გელაძის უწყების ცნობით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს, რომელთაგან სამი ქალია. 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.
77 ბრალდებული და 1 სახელი და გვარი – ასლან ქობულაძე – რას ამტკიცებს შსს?
The post “იარაღიდან მესროლეს… ოქროც აღარაა, 20 გრამი” – ქალი შსს–ს ადანაშაულებს appeared first on .